25 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
საქალაქო სასამართლო 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილის საქმის განხილვას იწყებს

საქალაქო სასამართლო 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილის საქმის განხილვას იწყებს.

დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი 14 აპრილამდე გადაიდო. დაცვის მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების მასალების დამატებით გადაცემას მოითხოვს.

შესაბამისი პროცედურებისთვის სასამართლომ ადვოკატებს დამატებითი დრო გამოუყო. მტკიცებულებების ნაწილი საქმეში უკვე დასაშვებად არის ცნობილი, მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა. გიორგი სულაშვილმა 20 ივნისის ღამეს მიღებული დაზიანებების შედეგად თვალი დაკარგა.

ის მორალური და მატერიალური ზარალისთვის კომპენსაციას მოითხოვს.

დღის ამბები