"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სამართალდამცავები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ძალის გამოყენებით შევიდნენ, რის შემდეგაც პირველ სართულზე მყოფი პირები გარეთ გამოყარეს.
"ძალა იხმარეს და შევარდნენ ძალით, ვისაც ხელი სტაცეს გამოგვყარეს გარეთ ვინც პირველ სართულზე ვიყავით. უმძიმეს და საბედისწერო შეცდომას უშვებენ," - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, ენმ-ს ოფისთან ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო - პოლიციამ ნიკა მელიას ნახევარ საათიანი გონივრული ვადა მისცა იმისათვის, რომ მან შენობა დატოვოს და პოლიციას ჩაბარდეს.