25 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
ავარიას ლაგოდეხში მსხვერპლი მოჰყვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სოფელ გელათთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ოთხი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები