ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 270 137 შეადგინა.
კოვიდინფექცია კიდევ 320-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 264 047 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3485 გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 25 436 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 311, PCR ტესტით - 8 125.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,32%, ბოლო 14 დღის - 2,2%, ბოლო 7 დღის - 2,03%.