26 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ხაზები მოიპარეს

ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე, ელექტროგადამცემი ხაზები მოიპარეს.
მოპარულია 800 მეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც რკინიგზის სადგურში ამბობენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იმავე ღამეს მოხდა.

დღის ამბები