02 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ნავალნის საქმის გამო სანქციები, შესაძლოა, დღეს დაუწესოს - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

შეერთებული შტატები სანქცირებულ პირებს ამერიკული აქტივებს გაუყინავს, ასევე აუკრძალავს ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ პირებთან ურთიერთობას.

სანქციების სამიზნე რამდენიმე კერძო პირი იქნება, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის დაპატიმრება, პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები