28 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
იტალიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორია მტვერმა დაფარა 

იტალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიები მტვერმა დაფარა.

ეტნა ერთ-ერთი აქტიური ვულკანია, რომლის ამოფრქვევებიც განსაკუთრებული ინტენსივობით თებერვლის შუა რიცხვებიდან გრძელდება.

ბოლო ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა ვულკან ეტნადან 1992 წელს მოხდა. 3324 მეტრის სიმაღლის ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევროპაში, ის კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს.

დღის ამბები