117 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 2 მილიონ 600 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიო სტატისტიკა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. უკვე აცრილია 299 მილიონზე მეტი ადამიანი.
"ბლუმბერგის" მონაცემებით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 8 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ყველაზე მეტი - 85 მილიონი შტატებში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 53 მილიონით. 38 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში.
ყველაზე სწრაფი ტემპით პროცესი ისევ ისრაელში მიდის, აიცრა 9 მილიონი ადამიანი. ისრაელს პროცენტულად არაბთა გაერთიანებულ საამიროები და გაერთიანებულ სამეფო მოყვება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო დალაი-ლამამ. ის "ასტაზენეკას" ვაქცინით აიცრა.