ხანძრის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი გარდაიცვალა - პუშკინის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობდა.
მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხეს. ცეცხლის ლოკალიზებისას კი ერთი პირის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი შშმ პირია. ადგილზე 5 სახანძრო ცისტერნა მუშაობს.