05 სექტემბერი 2026,   05:43
ვრცლად
ყველაზე მასშტაბური იმუნიზაცია გრძელდება - კოვიდვაქცინაცია უკვე 118 ქვეყანაში მიმდინარეობს

ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდვაქცინაცია მიმდინარეობს 118-მდე გაიზარდა. ბლუმბერგის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისთვის 320 მილიონი ვაქცინის დოზაა გამოყენებული.

იმუნიზაციის პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს, მას ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები მოჰყვებიან.

ვაქცინაციის სწრაფად დასრულების მიზნით ქვეყნებმა, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი Covid-19​-ის საწინააღმდეგო პრეპარატის შეძენა დაიწყო.

უკრაინამ ჩინური კომპანია "სინოვაკ"-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა, იტალიაში, მიმდინარე წლის ივლისიდან კი, Covid-19​-ის​ საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"-ის წარმოება დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ იტალია გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას დაამზადებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 119 მილიონი Covid-19​-ის​ შემთხვევა ფიქსირდება. დაიღუპა 2 მილიონ 620 ათასი პაციენტი.

დღის ამბები