ვაქცინაციის დაწყების მოლოდინში ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. ერთ მხარეს ეკონომიკა, ხოლო მეორე მხარეს კორონავირუსის მესამე ტალღის შიშია.
სხვადასხვა სექტორები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა, იმ ფონზე, როდესაც პირველი პირები სულ უფრო მეტს საუბრობენ კორონავირუსის ახალი ტალღის რისკზე, ბიზნესი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოითხოვს.
8 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ერთობლივი განცხადებით მიმართავს, სადაც ეკონომიკურ და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად საუბარია პოლიტიკურ კომპონენტზეც. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის სწრაფად დასრულებას უკვე ბიზნესიც ითხოვს.