კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი სამედიცინო ტვირთით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:00 საათისთვის დაეშვა.
საქართველომ კოვაქსის პლატფორმის საშუალებით AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც UNICEF-ის ინფორმაციით, AstraZeneca-SKBio-ს მიერ კორეის რესპუბლიკაშია დამზადებული.
ვაქცინაციის დაწყება ქვეყანაში 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, მედპერსონალის იმუნიზაციაა დაგეგმილი.
საქართველო უახლოეს პერიოდში AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 129 600 დოზა უნდა მიიღოს. ასევე დაგეგმილია Pfaizer-ის ვაქცინის შემოტანაც.