19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
წელს ქვეყანაში ორჯერადად, მილიონ 700 000 ადამიანი უნდა აიცრას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია ჯერ სამედიცინო პერსონალს მოიცავს, შემდეგ კი, პრიორიტეტული ჯგუფი მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი იქნება. 

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაციით მოვიცვათ მაქსიმალურად სამედიცინო პერსონალი და შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფი გახლავთ მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, რომელიც ერთიანად 2000 ადამიანია. 

ამის შემდეგ გადავალთ მესამე პრიორიტეტულ ჯგუფზე, ეს არის ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია, 75 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს, ქვეყანაში ორჯერადად, მილიონ 700 000 ადამიანი უნდა აიცრას, ეს დაახლოებით არის 3 400 000 დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 900 000 დოზას, რომელიც მობილიზაცია ქვეყანაში წელს გაკეთდება. 

COVAX-დან გარანტირებული არის 1 400 000 დოზა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოზები კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულში ჩვენ მასობრივი იმუნიზაცია გვექნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

დღის ამბები