შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის სასჯელი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
სასამართლოსთან შეკრებილები არიან მსჯავრდებულის მეგობრები და ოჯახის წევრები, ისინი აქციას მართავენ და მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ 9 მარტს გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც საქმის დანარჩენ სამ ფიგურანტს 16-16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო, დღეს კი უნდა გამოცხადდეს, კონკრეტულად რამდენი წლით მოუწევთ აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ.ს -პატიმრობაში ყოფნა.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის დედა აცხადებს, საქმე შეკერილია.
"ჩვენი ბავშვები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან არასოდეს. ამდენი ხნის განმავლობაში მაგას გვთავაზობდა ვითომ ბიძა ნიკოლაძე, რომ რომელიმეს აეღო თავის თავზე,"- აღნიშნა ბრალდებულის დედამ.