ბიძინა კულუმბეგოვმა კოლეგებს დღეს მაგალითი მისცა და შეახსენა, რომ პანდემია ვაქცინაციის პროცესის გარეშე არ შესუსტდება.
დედაქალაქის მსგავსად, ვაქცინაციის პროცესი ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების აქტივობას აკვირდება.
სამინისტრო სამიზნე ჯგუფების ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს. პირველ რიგში, მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებით.
საქართვლოში ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთ პირს მძიმე გართულებები არ ჰქონია.