"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
გამოძიებას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს, გამოძიება აუდიოჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.
პროკურორის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ტელევიზია მათ გადასცემს აუდიო ჩანაწერებს და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი სხვა მიმართულებითაც დაიწყოს გამოძიება.
"ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც პრეტენზიას გამოთქვამს დასაკითხი პირი შინაარსთან დაკავშირებით, რომ ამას არ იძიებს გამოძიება, შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მან პასუხი არ გასცა. ის რომ შინაარსთან დაკავშირებით გამოძიება არ იძიებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. მაგრამ კონკრეტულ დანაშაულზე რომ გახვიდე და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები. მტკიცებულებების ბაზა თუ არ შექმენი შენ, შინაარსობრივი მხარის, მაშინ სისხლის სამართლებრივ დევნას როგორ დაიწყებ?" - განაცხადა საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
ავტორი: თამარ თათარაშვილი