05 სექტემბერი 2026,   08:23
ვრცლად
მდგომარეობა ნამდვილად საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენის აზრით გადაწყვეტილებები არსებობს - "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელი

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მიწა ორად გაიყო, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. უკავშირდება თუ არა მეწყერსაშიში მდგომარეობის შექმნა მიმდინარე სამუშაოებს, ეს სპეციალისტებმა შესწავლის შედეგად უნდა დაადგინონ.

სიტუაცია ადგილზე შეაფასეს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენლებმაც. კომპანიის ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის თქმით, სიტუაცია ნამდვილად რთულია, თუმცა პრობლემის გადაწყვეტის გზები არსებობს:

"დავიწყეთ შესწავლა ამ საკითხის, ჩართულები გვყავს ჩვენი პარტნიორები ავსტრიელები და გერმანელები, რომლებიც ჩამოდიან ორშაბათს. ნამდვილად საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენის აზრით გადაწყვეტილებები არსებობს," - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

დღის ამბები