19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ეს ზონა შეფასებული იყო საფრთხის შემცველად, დასკვნა გამოსაყენებელია სხვადასხვა უწყების მიერ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტერიტორია ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, საფრთხის შემცველ უბნად არის კვალიფიცირებული.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

"ჩვენ ვაკეთებთ გეოლოგიური საფრთხეების შეფასების რუკას, ამას აკეთებს გარემოს ეროვნული სააგენტო. მათ შორის, ეს კონკრეტული უბანი, ამ საფრთხეების შემცველად არის მოხსენიებული, მათ შორის, 2019 წლის შეფასებაში. ეს არის ჩვენი ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ვაკეთებთ და რომელიც გამოსაყენებელია სხვადასხვა უწყების მიერ თავის გადაწყვეტილებებში და პროცესში.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, მოხდეს სტაბილიზაცია, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ყველა ნორმა და, ასევე, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, შეისწავლონ მდგომარეობა და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება უკვე სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები