19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები რასთან გვაქვს საქმე - თბილისის მერია

სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიაში დასრულდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

მხარეებმა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და არ არსებობს საფრთხე მოსახლეობისთვის.

"პროცესების შემდეგ მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო პრევენციული ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყერული ზონის მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებებია გასატარებელი,"- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები