05 სექტემბერი 2026,   08:24
ვრცლად
გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურა მისთვის, სავარაუდოდ, პატიმრობას, ადვოკატები კი გირაოს, ან უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული მას არ აღიარებს. უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგი წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები