დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
ბრალდებულის ადვოკატები ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობას გამორიცხავენ, მომჩივანი მხარე კი "კურიერის" ზარებს არ პასუხობს.
სხდომა დისტანციურად ჩატარდება და მას სპორტსმენიც დაესწრება.