ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 276 796 შეადგინა.
კოვიდინფექცია კიდევ 242 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 269 626 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 683 გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 23 827 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 915, PCR ტესტით - 8 912.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 1,51%, ბოლო 14 დღის - 1,51%, ბოლო 7 დღის - 1,37%.