საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დანიელ მაკსუინს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს, რაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ესწრებოდა.