22 დეკემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის კარანტინის მოხსნის მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთან "შეცვალემ" აქცია გამართა

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული მიდგომა აქვს, რადგან მათ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რაც, თავის მხრივ, გალში მცხოვრებლებს სირთულეებს უქმნის.

გარდა ამისა, შეკრებილებმა განმარტეს, რომ სკოლის მოსწავლეები არსებული ვითარების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ გადმოდიან და სასკოლო განათლების გარეშე რჩებიან.

დღის ამბები