ანაკლიაში სტიქიამ პრობლემები შექმნა - უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ანაკლიაში ათამდე ოჯახის ეზო დაიტბორა, ასევე, დატბორილია ბულვარი.
ადგილზე ამ ეტაპზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.