კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველომ Pfizer-ის 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მალე 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებზეც გავრცელდეს.
ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის ვაქცინაციის ტემპით და აცრილი ადამიანების რაოდენობით ბოლოდან მეათე ადგილზეა. საქართველოში დღემდე სულ 3818 ადამიანი აიცრა.