19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში და სტიქიის შეჩერების გზები - გეოდეზიური კვლევის მიხედვით შესაძლო საფრთხე მასშტაბურია

თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონა ყოველდღიურად უფრო მეტი დაკვირვების ქვეშ ექცევა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტები გაყოფილი მთის კალთებზე განვითარებადი მოვლენების აღრიცხვას ხელთ არსებული ყველა ტექნოლოგიით ცდილობენ.

დამოუკიდებელმა გეოლოგებმა სავარაუდო რისკები უკვე განსაზღვრეს. გეოდეზიური კვლევის შედეგების მიხედვით, მეწყრული სხეულის მასის მოცულობა პირველად მონაცემებზე მეტია და ვაშლიჯვარში მთის ბევრად დიდი ნაწილია დაძრული.

კვლევის შედეგებსა და ახლად გამოვლენილ გარემოებებს ქართველი გეოლოგები უცხოელ ექსპერტებსაც გააცნობენ. 

ტერიტორიის შესწავლისა და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ვაშლიჯვრის ფერდობზე დროებითი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება - დაიწყება ე.წ. ტერასული მუშაობა. ამ შემთხვევაში, მიწის გამაგრება საფეხურებად განხორციელდება.

გერმანელმა ექსპერტებმა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების შესწავლის პირველი ეტაპი დაასრულეს.

დღის ამბები