19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
14 აპრილის შემდეგ დამატებით გაიხსნება ერთკვირიანი ფანჯარა ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია ამ დროისთვის 11 000-მა მოქალაქემ გაიარა.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია მხოლოდ 14 აპრილამდე, 14 აპრილის შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დამატებითი ერთკვირიანი ფანჯარა გაიხსნება.

"დღესდღეობით რეგისტრირებული არის 11 000-ზე მეტი მოქალაქე და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ნახევარი არის Pfizer-ზე რეგისტრირებული და დანარჩენი რეგისტრირებული არის AstraZeneca-ზე. ეს არ არის მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ Pfizer-ის მარაგი ამოიწურა.

აქ მნიშვნელოვანი იყო ის კალენდარული გადანაწილება, რომელიც სამინისტროს ჰქონდა დადგენილი და ეს ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია ამ პერიოდისთვის მხოლოდ 14 აპრილამდე და 14 აპრილის შემდეგ ერთკვირიანი ფანჯარა კიდევ დამატებით გაიხსნება დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და დამატებითი დოზები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები