ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორისაა ერთი მიკროავტობუსი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულებიდან 1 პირი უკვე გაეწერა, 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მე-2 ნაწილით,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.