19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
საქართველო-ესპანეთის მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება - რომელ საათამდე აქვს მაყურებელს ქუჩაში გადაადგილების უფლება 

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი დღეს 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება. მატჩს 15 000 მაყურებელი დაესწრება.

ცნობისთვის, დღეს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ.

დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის.

ასევე, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

უწყებათაშორისი საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

"როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ამასთან, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩის გამო, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროსა და ავტობუსის მუშაობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები