კორონავირუსის ვაქცინების, AstraZeneca-სა და Pfizer-ის შემდეგ საქართველოში, შესაძლოა, ჩინური Sinopharm შემოვიდეს, რომელიც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება.
სწორედ Sinopharm-ით იცრება არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელსაც მოსახლეობის 40% ჰყავს უკვე აცრილი და აპრილში ამ ვაქცინის წარმოებასაც კი იწყებს.
სხვა ვაქცინების შემოტანამდე საქართველოში ნელა, მაგრამ უკვე იწურება AstraZeneca-სა და Pfizer-ის მარაგი. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, როგორც აღმოჩნდა, მედიკოსებზე მეტად საქართველოში 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა იაქტიურეს. სწორედ ისინი არიან ახლა ყველაზე კარგად შეიარაღებული კორონავირუსთან ომში.