პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამკაცრებს თურქეთი. კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქალაქებში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა შეიზღუდება, ძალაში დარჩება კომენდანტის საათი სამუშაო დღეებში. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი კოვიდპაციენტების რიცხვი რეკორდულად მატულობს საფრანგეთში.
COVID-19 დაუდასტურდა პაკისტანის პრეზიდენტსაც. მსოფლიოს 23 ლიდერი და ჯანმოს ხელმძღვანელი კი პანდემიის შესახებ გლობალური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საჭიროებაზე საუბრობენ.
მედიით გავრცელებულ წერილში ანგელა მერკელი, ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი და სხვა ლიდერები ყურადღებას სამომავლო პანდემიებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობაზე ამახვილებენ.