21 დეკემბერი 2024,   12:00
ვრცლად
აქტივისტებმა სასტუმრო "ვინოტელს" სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება ელექტროენერგია გაუთიშეს

სასტუმრო "ვინოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტებმა ელექტროენერგია გაუთიშეს. ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა "რუთავი 2-თან" განაცხადეს. 

სასტუმრო შენობასთან საპროტესტო აქცია და სკანდირებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, რუსი შოუმენი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელში" ვახშმობს. 

 

დღის ამბები