22 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სასტუმრო "რუმსის" შენობას, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს

რუსმა ჟურნალისტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო "რუმსში“ გადაინაცვლეს. ტერიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, მათ შენობას  კვერცხები ესროლეს. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.  

მანამდე კი რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო "ვინოტელში" იმყოფებოდნენ, სადაც მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული, ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. რუს ჟურნალისტს და მის დაახლოებით 50-მდე თანმხლებ პირს შენობა პოლიციის კორდონის გავლით დაატოვებინე. 

 

დღის ამბები