05 სექტემბერი 2026,   09:17
ვრცლად
ოზურგეთში მასობრივი ტესტირების შედეგად კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გუშინ ჩატარებულმა მოსახლეობის მასობრივმა ტესტირებამ კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევა გამოავლინა.

მათ შორის არის ორი მცირეწლოვანი, 2 და 3 წლის გოგონები, რომლებსაც ვირუსის კლინიკური გამოვლინებები აღენიშნებოდათ და სპეციალისტებმა მათი ბათუმში, კოვიდკლინიკებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფელ შრომაში გამოვლენილი ექვსივე შემთხვევა კვლავ 8 მარტის აღსანიშნავი სუფრის კლასტერს უკავშირდება.

შრომაში უკვე საერთო ჯამში ვირუსის 31 შემთხვევაა. სოფელში ეპიდკვლევა დღესაც გრძელდება და მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას თერმოსკრინინგიც დაემატება.

დღის ამბები