19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი კერა სავარაუდოდ "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 31 მარტიდან დღემდე კორონავურუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელში კოროავირუსის ახალი კერა,სავარაუდოდ,  ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4  პირს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი.  

"სოფელ ორსანტიაში დღეს გამოკვლეული 51 ადამიანიდან 11 კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი არიან ფოთის "აჭარა ტექსტილის“ ფაბრიკაში მომუშავე ოთხი ქალბატონის კონტაქტები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ. საერთო ჯამში ბოლო სამი დღის განმავლობაში ორსანტიაში კოვიდინფექცია დაუდასტურდა 17 მოქალაქეს. ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ. გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი გაიტესტა და მასიური ტესტირების პროცესი გრძელდება.

სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების  თერმოსკრინინგი, მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.  ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

დღის ამბები