ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეები ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დემონსტრაციულად არღვევენ. საპროტესტო აქცია ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარეობს.
შენობის წინ აქცია-კონცერტი მიმდინარეობს, პარალელურად კი არის სიტყვით გამოსვლები.
სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებთან ერთად, რუსთაველზე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა.
სამოქალაქო აქტივისტების აქციას პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.