19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
უტიფარი დედა სოსანას სპექტაკლს რეჟისორიც ჰყავს და სცენარისტიც, პლედშემოხვეული მოვიდა ვითომ სციოდა - მიტროპოლიტი სტეფანე

მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგების დროს დედა სოსანას მარტვილის მონასტერში არ შეშვების ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მონაზონი "სპექტაკლებს" დგამს, რომელსაც რეჟისორიც ჰყავს და სცენარისტიც.

"დედა სოსანამ დააგდო სიტყვა დემონსტრაციულად, მე წავედი და რომ მოვალ კარები ღია დამხვდესო. წავიდა სად? წავიდა პატრიარქის საწინააღმდეგო აქციაზე, მონაზონი!

მისი საქციელი გამოსულია საეკლესიო ფარგლებიდან, ის გადასულია არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე.

სინამდვილეში ეს არის თავდასხმა ეკლესიაზე. მათ აქვთ სურვილი ეკლესიასა და მრევლს შორის გაწყვიტონ კავშირი, მაგრამ მრევლი არის ეკლესია.

ეს ქალბატონი წავიდა აქციაზე და დატოვა სიტყვა, რომ მოვალ კარები ღია დამხვდეს უნდა დავიძინოო. დედა სოსანა არის უტიფარი. 

ეს ქალბატონი, რომ მობრძანდა კარები დახვდა დაკეტილი, რა თქმა უნდა, მე მას კარებს არ გავუღებდი ისეთ ადგილზე იყო წასული. 

მას გასათევი ნამდვილად ჰქონდა მარტვილში, ჰყავს თავისი ამფსონები. კონცერტი მოაწყო, თითქოს წვიმაში იყო და თავშესაფარი არ ჰქონდა. მოვიდა ტელევიზიებით და ეს შოუ დადგა, ვითომ საწყალი მონაზონია და არ უშვებენ ეკლესიაში. 

ეს არის კონცერტი და ზღაპარი, პლედშემოხვეული მოვიდა ვითომ სციოდა შესამოსელზე დრესკოდიც კი გათვალა. 

ამ დადგმულ სპექტაკლებს რეჟისორიც ჰყავს, სცენარისტიც ჰყავს და ა.შ.

ეკლესიის წიაღში, ასეთი ამბოხი სული დიდხანს ვერ გაჩერდება, ასეთი რამ არ შეიძლება ეკლესიაში იყოს მხარდაჭერილი, შეუძლებელი იქნება სინანულის გარეშე ვინმეს ასეთი საქციელი, რომელსაც პასუხი არ გაეცემა. 

იმ ადამიანის მიმართ ვინც ყველაზე მეტად მიუღებლად იქნება, გამოვიყენებთ კანონიკურ ხერხს რათა დაცხრნენ! დააყენონ ენა! და ნუ ჩქარობენ თავისი განაჩენების გამოტანას,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

დღის ამბები