გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოში იმ კატეგორიათა ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც ვაქცინაციის უფლება აქვთ. დღეიდან აცრა უკვე შეუძლიათ 55 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.
სპეციალურ საიტზე რეგისტრაციის უფლება მათ რამდენიმე დღის წინ მიეცათ. ამავე დროს, ვაქცინის დოზების ეფექტურად და უდანაკარგოდ გამოყენების მიზნით, იქმნება სათადარიგო სიებიც. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.