05 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში 18 ოჯახი მკაცრ იზოლაციაშია

ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მესამე დღეა მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება. ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 200-მდე ოჯახიდან 18 მკაცრ იზოლაციაშია. სწორედ ამ უბანთან დგას პოლიციის დანაყოფი, რომელიც შესვლასა და გამოსვლას აკონტროლებს.

ადგილზე ეპიდემიოლოგების ორი ბრიგადა მუშაობს.  ამ ეტაპზე, საზოგადოების ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, გატესტილია 400 პირი, მათგან 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ორსანტიაში კორონავისურის შემთხვევების მატება ოთხი ადამიანის ინფიცირებამ გამოიწვია. ისინი "აჭარა ტექსტილის" თანამშრომლები არიან.

დღის ამბები