25 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
29 წლის მამაკაცს, რომელმაც საკუთარ ნაკვეთში შეშის საჭრელად წასული ნათესავები სასიკვდილოდ გაიმეტა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საკუთარ ნაკვეთში შეშის საჭრელად წასული ძმები ნათესავმა სასიკვდილოდ გაიმეტა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

29 წლის მამაკაცმა ძმებ მამრიკიშვილებს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.

ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორემ კი რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და მეზობელს დახმარება სთხოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ძლიერი სისხლდლენის შემდეგ მალე გარდაიცვალა.

ერთადერთი ვერსია, რაზეც სოფელ რიონში საუბრობენ, არის ის, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და სავარაუდო დამნაშავე, დანაშაულის ჩადენის დროს, არაფხიზელ მდგმარეობაში იყო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, ბრალი 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები