უკრაინული მედია დონბასში რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყება. დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც პირველადი დახმარება გაუწიეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინის ძალებმა. რუსეთის ძალების ქმედებების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს უკვე გადასცა.
7 აპრილს ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55-ჯერ, ლუგანსკში კი 2-ჯერ დარღვევა დააფიქსირა.