ენობრივი ბარიერი აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და გენერალურ პროკურატურას შორის - რისი მოყოლა სურს საქართველოში დაბრუნებულ აფგან მუხთარლის, დღეს ისევ უცნობი დარჩა.
ჟურნალისტმა პროკურატურას დღეს რამდენიმე თარჯიმანი დაუწუნა, ამიტომ, საგამოძიებო უწყებაში გატარებული 5 საათის მიუხედავად, მისი სრული გამოკითხვა მაინც ვერ მოხერხდა.
ქართულ-აზერბაიჯანული კითხვა-პასუხი პროკურატურაში ხვალ გაგრძელდება.