19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
თავდასხმა "ფორმულას" თანამშრომლებზე - ფაქტებს ტელეკომპანიაში მედიაზე ზეწოლას და სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებენ

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომელს ავტომობილი დაუმტვრიეს.

გარეთ გასვლის შემდეგ, ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომელს კუთვნილი ავტომობილი უკვე დაზიანებული დახვდა, მინები ჩამსხვრეული, ხოლო დანაშაულის ჩამდენ პირებს, როგორც თავად ამბობს, ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

არჩილ ტიბუნაშვილი ამბობს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და სიბნელის გამო დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ტიბუნაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილის დაზიანება სამსახურებრივ საქმეს უკავშირდება და პირად კონფლიქტებს გამორიცხავს. 

არჩილ ტიბუნაშვილი "ფორმულას" ერთადერთი თანამშრომელი არ არის, ვისზეც ანგარიშსწორება სცადეს. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ კიდევ ერთ მძღოლსაც.

ფაქტებს "ფორმულაში" მედიაზე ზეწოლას და სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებენ. 

ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩო. მათი თქმით, თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია და დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტები თავისუფლები უნდა იყვნენ.

საგამოძიებო უწყებების მხრიდან, სამართლებრივ რეაგირებას ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეც. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ როგორც ვახო სანაიას შემთხვევაში, ახლაც დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

არჩილ ტიბუნაშვილის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

დღის ამბები