05 სექტემბერი 2026,   06:25
ვრცლად
ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქარხნის ორმა თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. უბედური შემთხვევისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქარხნის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები