05 სექტემბერი 2026,   02:27
ვრცლად
ახმეტაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ოთახში დასვენებული ადამიანის ცხედარი დაიწვა

ახმეტაში ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლი და ოთახში დასვენებული ადამიანის ცხედარი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შენობის მეორე სართულზე მიცვალებულის ცხედარი იყო დასვენებული და ცეცხლი სავარაუდოდ, ანთებული სანთლისგან გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

დღის ამბები