19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ღამის კლუბის კადრები ვრცელდება, სადაც უხეშად ირღვევა კოვიდ უსაფრთხოების ნორმები

ქვეყანაში ისევ ჩნდება ახალი, დიდი კლასტერები, რომლის მიზეზიც, ძირითადად წვეულებები და თავყრილობებია. სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება ერთ-ერთი ღამის კლუბის კადრები, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები და უხეშად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები.

ეს არის გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც გუშინ გვიან ღამით ასობით ადამიანი იყო სპეციალურ გამართულ ღონისძიებებზე.

შრომის ინსპექტირების სამსახური გარკვეულ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური ბრიფინგია ჩანიშნული სამინისტროში, სადაც ბექა ფერაძე გააკეთებს განმარტებას თუ რა სანქცია დაეკისრება პირს, რომელმაც სპეციალური სივრცე მსგავსი მასშტაბური ღონისძიებისთვის გააქირავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ყველა კლასტერი სწორედ თავშეყრებს უკავშირდება. მისივე თქმით, თუ საზოგადოება თვითშეგნებით არ მოეკიდა აღნიშნულ საკითხს, მხოლოდ კონტროლი ვირუსის გავრცელებას ვერ უშველის.

"მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში.

ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ რომ თავშეყრებს სხვდასხვა მიზეზით, იქნება ეს ქორწილები, ქელეხი თუ დაბადების დღეები და ა.შ.

მარტო კონტროლი არ უშველის თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა, რომ სწორედ თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები