03 მაისი 2024,   12:07
ვრცლად
რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით აჩერებს

რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით აჩერებს. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, რეგულარული და ჩარტერული რეისები კოვიდპანდემიის გამო 15 აპრილიდან 1 ივნისამდე შეწყდება. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდება სტამბოლსა და მოსკოვს შორის კვირაში 2 რეგულარული ავიარეისი.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მიერ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებას 2 დღით ადრე თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უძღოდა, თუმცა კრემლში ავიარეისების შეჩერების მიზეზად არა პოლიტიკას, არამედ თურქეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებას ასახელებენ.

დღის ამბები