18 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ღამე "გუმათჰესთან" კარვებში გაათენეს

"გუმათჰესთან" კარვებში გაათენეს გასული ღამე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე "ენკას" ბაზიდან გვიან ღამით გადაინაცვლეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება უძღოდა წინ.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ენკას" კუთვნილი ავტომობილები გამოჩნდნენ. შეკრებილებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ადგილი ქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლას.

პროტესტის მონაწილეები "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტის მოხნას და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ითხოვენ და დანებებას არ აპირებენ.

დღის ამბები