ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუას ადვოკატი დღეს სააპელაციოს მიმართავს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. გუშინდელ სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლესთან დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, თუმცა ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი უსამართლოდ თვლის.
"სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდა დაუსაბუთებლობისა, სრულიად იყო უკანონო, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ უნდა ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. განჩინებას ვასაჩივრებთ და იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო სიღრმისეულად შეისწავლის საკითხს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. რეალურად დავით კოდუა არის უკანონო პატიმარი, მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება,"- აცხადებს დავით კოდუას ადვოკატი მუხრან ღურწკაია.